30 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ქუთაისში მეოთხე დღეა დაკარგულ ტურისტს ეძებენ - სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთვნენ

ქუთაისში მეოთხე დღეა დაკარგულ ტურისტს ეძებენ. დღეს სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთვნენ. ძებნის ოპერაცია მდინარე რიონში მიმდინარეობს.

როგორც იმერეთის ტურიზმის ცენტრში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოებში ყველა უწყებაა ჩართული. ქუთაისში უკვე ჩამოვიდნენ დაკარგული 23 წლის მამაკაცი ოჯახის წევრები.

სიიმ ვეგერი 7 მარტს გაუჩინარდა. ბოლოს ის მეგობარმა ნახა, რის შემდეგაც არ გამოჩენილა.

სასტუმროში უკვე დაბრუნდა დაკარგული ირანელი ტურისტი, რომელიც, ასევე შვიდ მარტს გაუჩინარდა. 

დღის ამბები