30 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეები რომიდან თბილისში სპეცრეისით გამოფრენას უახლოეს მომავალში შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები იტალიიდან, კერძოდ კი, რომიდან თბილისში სპეცრეისით გამოფრენას უახლოეს მომავალში შეძლებენ. მათი გამომგზავრება საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროტოკოლით მოხდება.

საგარეო უწყების განმარტებით, საქართველოს საელჩო ყველა მათგანთან მუდმივ კავშირზეა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მგზავრები სპეციალურ შემოწმებას გაივლიან.

ახალი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს ხელისუფლებამ იტალიასთან ფრენები გასულ კვირას შეაჩერა.

"საელჩომ უზრუნველყო ეს ადამიანები ყველა შესაბამისი პირველადი ნივთით. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთში დახურულ რეგიონებში დარჩნენ, საქართველოს საელჩომ უზრუნველყო დერეფნები ამ ადამიანებისთვის და შესაბამისი ნებართვები.

ნაწილი მათგანი უკვე არის რომში, მეორე ნაწილი მიემგზავრება რომის მიმართულებით და უახლოეს მომავალში როგორც აღვნიშნეთ, ისინი გადმოყვანილი იქნებიან იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, ეს ადამიანები შემოწმდებიან," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

დღის ამბები