30 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ოთარ დანელიას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა თვითიზოლაციაში რჩება - ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს

პარლამენტის წევრი ოთარ დანელია სოციალურ ქსელში წერს, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება. 

დანელიას ინფორმაციით, მას ლაბორატორიული კვლევების შედეგად, კორონავირუსი არ დაუდგინდა, თუმცა თვითიზოლაციაში მაინც რჩება.

"მოგესალმებით, მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს თვითიზოლაციასთან დაკავშირებით: სტამბოლიდან სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19). აღნიშნული ინფორმაციის შეტყობინებისთანავე დაავადებათა კონტროლის ერ. ცენტრის/ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციის რეჟიმში.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხი გახლავთ უარყოფითი, მაინც რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ვრჩები თვითიზოლაციაში 19 მარტამდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგმართავთ თხოვნით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჯანდაცვის შესაბამისი სტრუქტურების ყველა რეკომენდაცია.

ოპერატიულობისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ჯანდაცვის უწყებებს," - წერს ოთარ დანელია. 

დღის ამბები