ქობულეთში, ავტობანის მიმდებარედ, ეგრეთწოდებული ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძარია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადის რამდენიმე ჯგუფი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.
ძლიერი ქარის გამო მეხანძრეებს უჭირთ ცეცხლის ლოკალიზება. მათი თქმით ამ ეტაპისათვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ახალი კერები არ ფიქრსირდება.