30 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
საქართველოში ტემპერატურა +28 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-10 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, +23 გრადუსი იქნება.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

11-12 მარტს ზოგან იწვიმებს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 11 მარტს +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 9-10 მარტს +19, +21 გრადუსი იქნება, ხოლო 11-12 მარტს +23, +24 გრადუსამდე მოიმატებს.

დღის ამბები