"ლელო" აჭარაში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს.
პოლიტიკური გაერთიანება მიესალმება ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას, თუმცა კრიტიკულად აფასებენ იმ საკითხს, რომ ამ მოლაპარაკებებში საერთოდ არა არის ნახსენები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
"ლელო" ხელისუფლებისგან განმარტებებს მოითხოვს და ოპოზიციას სთავაზობს, დაიწყონ დისკუსია აჭარაში არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით.