ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საზღვრის პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო. დაკვამლიანება 10 ჰექტარზეა გავრცელებული და ხანძრის 2 კერაა დარჩენილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. უკვე შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონების 120 მეხანძრე-მაშველი.