კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის გვერდზე გამოქვეყნდა.
მათივე ცნობით, კარანტინის რეჟიმში 41 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 51 ადამიანი.