"საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ პოლიტიკური სიმწიფე აჩვენა და საკუთარი ქვეყანა ერთი ნაბიჯით დაახლოვა ჭეშმარიტ დემოკრატიასთან," - საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას დასავლეთი ეხმიანება.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი შეთანხმებას დადებითად აფასებს და twiter-ით ქართველ ხალხს საარჩევნო მოლაპარაკებებში მიღწევას ულოცავს.
შეთანხმებასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს ადამ კინზინგერიც. როგორც რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს, მხარეებს შორის შეთანხმება საქართველოს დემოკრატიას გააძლიერებს და ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებას უზრუნველყოფს.