30 ნოემბერი 2024,   04:59
ვრცლად
ლუგარის ლაბორატორიის პასუხები ცნობილია - 18 პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩდა

ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსთან დაკავშირებით 18 პაციენტის პასუხი გახდა ცნობილი, ტესტირების პასუხი უარყოფითია და პაციენტებს კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ.

ინფექციური საავადმყოფო ლუგარის ლაბორატორიიდან ტესტირების პასუხებს კიდევ ელოდება.  ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების სიმრავლე დაკავშირებულია იმასთან, რომ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი ბოლო პერიოდში დაუდასტურდათ, რამდენიმე ათეულ ადამიანთან ქონდათ კონტაქტი და მიმდინარეობს მათი კონტაქტების მოძიება და კორონავირუსზე გამოკვლევა.

დღის ამბები