ორ ფრონტზე თამაში არ შეიძლება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და გამოცემა "გარდიანთან" ინტერვიუსას თავისი ფრანგი კოლეგა გააკრიტიკა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეშფოთებულია მაკრონის ძალისხმევით რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ "ნორმანდიული ოთხეულის" დანარჩენმა ორმა სახელმწიფომ საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.