30 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ხმაური ოზურგეთში - სოფელ სილაურში ადგილობრივი მოსახლეობა მდინარე სუფსაზე კარიერების მუშაობას აპროტესტებს

ხმაური ოზურგეთში - მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში მდინარე სუფსაზე კარიერების მუშაობას აპროტესტებდნენ.

ადგილობრივებმა სატვირთო ავტომობილებს გზა გადაუკეტეს და ინერტული მასალის ადგილიდან გატანის საშუალება არ მისცეს. სილაურელები აცხადებენ, რომ მდინარეზე კარიერების მუშაობამ მათ საყანე ფართობებს საფრთხე შეუქმნა, გაფუჭდა გზები და შეიცვალა მდინარის კალაპოტიც.

ამის მიზეზი კი ინერტული მასალების მომპოვებელი კომპანიის კანონდარღვევით მუშაობაა. ადგილზე კომპანია QMC-ის წარმომადგენელიც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიას საქმიანობისთვის ოფიციალური ლიცენზია აქვს და ინერტულ მასალას მხოლოდ ლიცენზიით დაშვებულ კონტურში, დაშვებულ სიღრმეზე მოიპოვებს.

იაკობ ლექვინაძის განცხადებით, ის ყველა ტიპის მონიტორინგისთვის მზად არის და თანამშრომლობისთვის ღიაა. თუმცა მოსახლეობა კარიერის მუშაობის კვლავ წინააღმდეგია და საპროტესტო აქციას, სავარაუდოდ, ხვალ განაახლებს.

დღის ამბები