სომხეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად, კიდევ ერთი აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა - ინფორმაციას მომხდარის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ორივე ქვეყანა - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ. მათი ცნობით, პროვოკაციებს უკვე რამდენიმე დღეა ინტენსიური ხასიათი აქვს.