30 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ფოთის ნავსადგურში შემოსული გემის ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა

ფოთის საზღვაო ნავსადგურში შემოსული მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი "IBERIAN BULKER"-ის წევრებს მცურავი საშუალების დატოვება და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აეკრძალათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფოთის ნავსადგურში შემოსული გემი და იქ მყოფი ეკიპაჟის წევრები მკაცრ შემოწმებას გაივლიან.

სააგენტოს ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა ყველა მათგანს ეკრძალება ნაპირთან კავშირი და ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დატოვებს გემს.

"6 მარტს, დილის საათებში ფოთის ნავსადგურში შემოვიდა მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი თ/მ ”IBERIAN BULKER”. გემმა 14 თებერვალს დატოვა ტუნისის ნავსადგური ბიზერტა.  

COVID-19 კორონავირუსთან დაკავშირებით, ნავსადგურში გამკაცრებული წესების შესაბამისად, ნავსადგურში შემოსვლამდე 48 საათით ადრე კაპიტნის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მეზღვაურს, 5 თებერვლიდან აღენიშნება მაღალი ტემპერატურა.

ეს მეზღვაური გემზე 2019 წლის 22 ივნისიდან იმყოფება. ამასთან, წინა ნავსადგურის დატოვების დროსაც, 14 თებერვალს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ დაუდასტურდა," - აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გემზე ავიდა საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური სამსახურის ექიმი საჭირო ეკიპირებით, რომელმაც გასინჯა მეზღვაური, სიმპტომები არ იძლევა ახალი კორონავირუსის დიაგნოზის დასმის საშუალებას. პაციენტს დაენიშნა მკურნალობა და აეკრძალა ხმელეთთან კავშირი.

სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ასევე ეკიპაჟის დანარჩენ 19 წევრს.

დღის ამბები