30 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
ძლიერი ხანძარია წალენჯიხაში სოფელ მიქავაში

წალენჯიხაში ძლიერი ხანძარია. წალენჯიხის მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახსა და ფიჩხებს სოფელ სკურშიმადანის მთაზე უკიდია.

მისივე თქმით, ხანძარია სოფელ მიქავაში, სადაც რამდენიმე ჰექტარზე ცეცხლი ეკალ-ბარდებს მოედო. როგორც ბესიკ ფარცვანიამ "კურიერს" უთხრა, ხანძრის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

"მადანის მთაზე მიუვალი ადგილია ტექნიკისთვის და მეხანძრეები ფეხით ადიან, მიქავაში კი, საკმაოდ ძლიერი ხანძარია და ადგილზე რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს," - აღნიშნა წალენჯიხის მერმა.

ცეცხლი ორივე ლოკაციაზე დღეს საღამოს გაჩნდა.

დღის ამბები