30 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებულმა ქალმა პოლიციის შენობა 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ უკომენტაროდ დატოვა 

რა ვითარებაში გაიტაცეს ან რა პირობით გაათავისუფლეს რუსმა ოკუპანტებმა შუა ხნის ქალბატონი, უცნობია.

მან პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტი 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ უკომენტაროდ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ქალი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის ტერიტორიიდან 2 დღის წინ, რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს და ის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლე არ არის. 

დღის ამბები