30 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ესპანური სანაპირო დაცვის სამსახურმა ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტთა გემი გადაარჩინა

ესპანური სანაპირო დაცვის სამსახურმა ხმელთაშუა ზღვაში მცურავი მიგრანტთა გემი გადაარჩინა. ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" განცხადებით, გემზე მყოფი 48 მიგრანტი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი, კანარის კუნძულების მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო მონაცემებით ხმელთაშუა ზღვის გავლით ესპანეთის ტერიტორიაზე შესვლა თებერვლის შემდეგ 2000-მდე არალეგალმა შეძლო. 

დღის ამბები