30 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
გიორგი რურუას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გამოკითხეს

გიორგი რურუას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლები დაიკითხნენ, რომლებიც დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციებში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთმა სამართალდამცველმა დეტალურად აღწერა, როგორ მიიღო ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ, რის საფუძველზეც ჩხრეკა ჩატარდა.

"მან არ დაასახელა ვისგან მიიღო ინფორმაცია, გარდა ამისა, მისი ჩვენება იყო ურთიერთსაწინააღმდეგო. არანაირი კონფიდენტი ამ შემთხვევაში არ არსებობს. ინფორმაცია, დავალების გამცემი არის თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელი პირი, რომელმაც დაავალა, დაეწერა ესეთი შინაარსის პატაკი, რომ ვითომ ვიღაცამ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია. გამოაშკარავდა, რომ მისი ჩვენება იყო არადამაჯერებელი და არ არის გასაზიარებელი სასამართლოს მხრიდან ბრალდების მხარის სასარგებლოდ," - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა

დღის ამბები