30 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია

კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან აღნიშნულ სამუშაოებზე 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. გზის რეაბილიტაცია კომპანია "ჯი არ ჯიმ“ განახორციელა.

თბილისის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე სისტემა, შეიცვალა განათების ბოძები.

"ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით, ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურ რეჟიმში და განსაკუთრებით უქმეებზე. ძალიან ბევრი ადამიანი ამოდის დასასვენებლად და მიხარია, რომ გზა არის მოწესრიგებული, არის კომფორტული და უსაფრთხო,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

დღის ამბები