30 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
რეკომენდაციას ვაძლევთ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებას, რომ მოემზადონ სამი სცენარისთვის - WHO -ს წარმომადგენელი საქართველოში

როგორ ებრძვის საქართველო კორონავირუსს და არსებულ გამოწვევებს - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმოადგენლებმა და სხვადასხვა ქვეყნების ელჩებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან პირადად მიიღეს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს სახელმწიფო პრევენციისთვის. 

"ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებას, რომ მოემზადონ სამი სცენარისთვის. პირველი: როდესაც ქვეყანას აქვს იმპორტირებული შემთხვევები, როგორც ახლა საქართველოშია. მეორე ფაზა არის, როდესაც ხდება შიდა გავრცელების ფაქტები, ხოლო მესამე, როდესაც ხდება საჯარო გავრცელება. 

განხილვის მთავარი თემა იქნება, რომელი სცენარის დროს რა შეიძლება გაკეთდეს. ზოგადად საპასუხო ზომები და მზაობა უნდა იყოს კომპლექსური. უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ასპექტები, დაწყებული სახელმწიფო კოორდინაციით, რაც გულისხმობს საავადმყოფოების, ჯანდაცვის სისტემების მზაობასა და ლაბორატორიების შესაძლებლობების გაზრდას," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, სილვიუ დომენტე.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კი, სახელმწიფო ​კორონავირუსის საქართველოში შემოსვლას მზად დახვდა. 

"მიზნები იყო ის, რომ რაც შეიძლება გვიან დაფიქსირებულიყო არსებული შემთხვევა და ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ. შემდეგი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად მზად დავხვედროდით ინფექციის შემოსვლას საქართველოში, ამ ეტაპისთვის კი ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ ინფექციას," - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები