30 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ანა დოლიძე კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომების განრიგის შეცვლას ითხოვს

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოში სხდომების ჩატარების ცვლილებასთან დაკავშირებით იმსჯელონ. ინიციატივის ავტორი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სთხოვს, უსაფრთხოების ზომები დროულად გატარდეს.

"მივმართავ იუსტიციის საბჭოს მდივანსა და უმრავლესობას, სასწრაფოდ შეიკრიბონ და ვიმსჯელოთ იმ საკითხზე თუ როგორ უნდა შეიცვალოს საქალაქო სასამართლოს მუშაობა და რა ზომები უნდა მიიღონ, რომ უკეთ დავიცვათ სასამართლოში მყოფი და მოსიარულე ადამიანების ჯანმრთელობა," - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები