9 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა ღაზის სექტორში მომხდარი ხანძრის შედეგად. დაღუპულთა შორის 4 ბავშვია. დაშავებულებიდან 14 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხობში გაჩნდა, შემდეგ კი მიმდებარე შენობებს მოედო. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.