რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მოსკოვში პუტინსა და ერდოღანს შორის მოლაპარაკებები თითქმის 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ერდოღანი-პუტინის გადაწყვეტილებით, სირიის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გვიან ღამით ამოქმედდა. გარდა ამისა, შეთანხმების ფარგლებში იდლიბში უსაფრთხოების კორიდორების შექმნა და 15 მარტიდან რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი პატრულირების დაწყება დაანონსდა.