30 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 41-ით გაიზარდა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 41-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 148 შეადგინა. ქვეყანაში ინფიცირების 3 ათას 800-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 108-მდეა გაზრდილი ირანში. ინფიცირებულია 3 ათას 500-ზე მეტი პაციენტი.

COVID 19-ის შემთხვევები მატულობს სამხრეთ კორეაშიც, სადაც 6 ათასზე მეტი ინფიცირებული და 40 გარდაცვლილია. კორონავირუსი პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, პალესტინასა და კოსტა რიკაში.

გარდაცვალების პირველი ფაქტი დაადასტურა დიდმა ბრიტანეთმა. ბოლო ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვმა 283-ით მოიმატა გერმანიაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია და სახელმწიფოებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები