საქართველოში კორონავირუსის უკვე ცხრა შემთხვევაა დადასტურებული.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ამავე მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.
განცხადება ამის შესახებ, რამდენიმე წუთში, ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდება.