30 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
თურქეთის მიერ მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია - ევროკავშირის შს მინისტრების განცხადება

თურქეთის მიერ მიგრანტების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მტკიცედ მიუღებელია - ამის შესახებ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების განცხადებაშია აღნიშნული.

დოკუმენტში ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, შეასრულოს 2016 წელს ანკარასა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმების დებულებები, რომლის მიხედვითაც, თურქეთი ვალდებულია ყველა ის პირი უკან მიიღოს, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავლენ.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საბერძნეთისთვის საზღვრის დასაცავად 700 მილიონი ევრო გამოიყოფა. სირიელი მიგრანტების დასახმარებლად კი ბრიუსელი 60 მილიონ ევროს გამოყოფს. 

დღის ამბები