თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე, ვლადიმერ პუტინი სირიაში სამხედრო ძალების შეიარაღებას ზრდის. რუსეთმა თვადასხმა განახორციელა იდლიბის დეესკალაციის ზონაზეც, რასაც მსხვერპლი მოყვა.
"თეთრ ჩაფხუტიანების" ინფორმაციით, თავდასხმას 16 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა. ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ერთმანეთს მოსკოვში შეხვდებიან.
მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი რთული ვითარება იქნება.