"ფეისბუქის" ერთ-ერთ თანამშრომელს სიეტლის ოფისში კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ "როიტერსს" კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.
"ფეისბუქში" აცხადებენ, რომ ოფისი, სადაც ინფიცირებული მუშაობდა, 9 მარტამდე დაიკეტება, თანამშრომლები კი თვის ბოლომდე სახლიდან იმუშავებენ.