რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.
უკანონო დაკავების შესახებ "რუსთვი 2-ს" ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ბერშუეთიდან გატაცებული შუა ხნის ქალია და არსებული ინფორმაციით, ის, სოფლის მკვიდრი არ არის. სად გადაიყვანეს ოკუპანტებმა გატაცებული, ამ დროისთვის უცნობია.