30 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
გიორგი გახარია - შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღდგენისთვის 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა

შატილში სკოლა-პანსიონის აღსადგენად 1,5 მილიონი ლარი მთის ფონდიდან გამოიყოფა - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს საკითხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავრობის სხდომაზე გააქვს.

"მოგეხსენებათ, შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში აღვადგენთ ამ სკოლა-პანსიონს. კლიმატური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, უახლოეს პერიოდში დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს დაპირება შესრულდება," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღის ამბები