შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით სპეციალური ხსნარებით ქვეყნის მასშტაბით მუშავდება მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული.
მომსახურების დარბაზები, ოპერატორთა მაგიდები, ასევე საგამოცდო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები და ტექნიკური სათავსოები. სპეციალური ხსნარით დამუშავდა საგამოცდო მანქანებიც.