უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას მხარი 277-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ახალ მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა.
უკრაინის ახალი მთავრობის დამტკიცებას წინ ექს-პრემიერის ალექსეი გონჩარუკის თანამდებობის დატოვება და ახალი პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის დანიშვნა უძღოდა.