30 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
მოძრაობის თეატრში ხვალ პრემიერას ითამაშებენ - მუსიკალური სპექტაკლი პუბლიცისტურ, სოციალურ პოეზიაზე აგებული თეატრალური პერფორმანსია

მოძრაობის თეატრში ხვალ პრემიერას ითამაშებენ. მუსიკალური სპექტაკლი პუბლიცისტურ, სოციალურ პოეზიაზე აგებული თეატრალური პერფორმანსია, სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის თანხლებით და კახა ბაკურაძის რეჩიტატივით.

ეს არის სპექტაკლი დღევანდელ დღეზე, ჩვენს ქალაქზე, ქვეყანაზე, ადამიანებზე. 

რეჩიტატივი ქალაქში, თავდაპირველად თეატრში სალონური საღამოების ფორმატში მიმდინარეობდა. ასე დაგროვდა წლების განმავლობაში უამრავი საინტერესო მასალა და მოსაყოლი ამბავი, მაყურებლისთვის გასაზიარებელი საკითხები. გაერთიანდა ძველი შეხვედრები, კახა ბაკურაძის პოეზია და სანდრო ნიკოლაძის მუსიკა და ასე გაჩნდა ეს მუსიკალური წარმოდგენა. 

იმას, რასაც კახა ბაკურაძე საკუთარი პოეზიით იტყვის, მოძრაობის თეატრის მსახიობები სხეულის ენით მოყვებიან. პოეზიას საოცარი პლასტიკით, ქორეოგრააფიით და საჰაერო აკრობატული ილეთებით.

ძველი ანგარის შენობაში მოძრაობის თეატრი, პრემიერაზე მაყურებელს 5 და 6 მარტს უმასპინძლებს და სრულიად განსხვავებულ, ცოცხალი მუსიკის თანხლებით "რეჩიტატივს ქალაქში" მოისმენს.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები