30 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
პრეზიდენტს პარლამენტისთვის ანგარიშის ჩაბარება, ოპოზიციის ბოიკოტის თანხლებით, უკვე მეორედ მოუწია

პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად პრეზიდენტმა დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა რომ მისი წინადადება ძალაშია.

იმისთვის, რომ მხარეებმა შედეგის მიღწევა შეძლონ, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენება ხელისუფლებას და ოპოზიციას კიდევ ერთხელ შესთავაზა. ისაუბრა გამოწვევებზე და დემოკრატიის მთავარ მტრად პოლარიზაცია დაასახელა.

სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას მმართველმა გუნდმა დარბაზშივე უპასუხა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, შეთანხმების მიღწევა მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული.

პრეზიდენტის მცდელობას, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ, ოპოზიციაშიც გამოეხმაურნენ. ისინი, ვინც ბოიკოტის ნიშნად საპარლამენტო ცხოვრებაში არ მონაწილეობენ, ამბობენ, რომ ამისი მიზეზი სწორედ დაპირებული საარჩევნო სიტემის ცვლილებაა და მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავად არის იმ პირობის დარღვევის მონაწილე.

საგარეო პოლიტიკა - ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობები, რუსეთი, ოკუპაცია და გლობალური გამოწვევები - ეს იმ თემების ნაწილია, რაზეც პრეზიდენტმა საპარლამენტი ტრიბუნიდან გაამახვილა ყურადღება. სალომე ზურაბიშვილის მოხსენებაში გაკეთებულ აქცენტებს მმართველი გუნდის წევრები ეთანხმებიან.

სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური გამოსვლა 40 წუთს გაგრძელდა. პრეზიდენტის მოხსენებას მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

დღის ამბები