30 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ქალბატონი ზურაბიშვილი ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს - დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს.

ბაქრაძის განცხადებით, პრეზიდენტმა მეათეხარისხოვან თემებზე ისაუბრა.

"მისი ერთი წლის გაკეთებული საქმეებიდან საზოგადოებას ახსოვს ლავროვის მოწვევა საქართველოში, მკვლელების შეწყალება, დავით გარეჯის პრობლემის შექმნა და ირანული ანტიკვარული მამლების შეძენა. ამიტომ ამ ფონზე, რაზეც ისაუბრა მან პარლამენტში, არის სრულიად მეათეხარისხოვანი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში 40-წუთიანი მოხსენებით, დებატების გარეშე, ოპოზიციის ბოიკოტის და საპროტესტო აქციის ფონზე წარსდგა. ერთობის არარსებობა, აგრესია, სიძულვილი, შეურაცხყოფა, ახალგაზრდა თაობის განვითარება, სასამართლო სისტემა, გლობალური პროცესების გავლენა საქართველოზე, ევროკავშირის პოლიტიკა და ქვეყნის მომავალი, ეს იმ თემების ნაწილია, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ძალაშია მისი შეთავაზება, საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიებმა დიალოგთან დაკავშირებით მიიღეს.

დღის ამბები