30 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
თეთნულდზე დაშავებული ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თეთნულდზე დაშავებული ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ "კურიერს" მესტიის საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ჩართოლანმა უთხრა.

მისივე ინფორმაციით, 32 წლის პაციენტს სხვადასხვა მოტეხილობა აქვს და ბარძაყზე ოპერაციას საჭიროებს, თუმცა გადაიყვანენ თუ არა მას სხვა კლინიკაში, უცნობია.

დღეს ჩამოწოლილი ზვავის შედეგად თეთნულდზე სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, მათგან ერთი მძიმედ.

დღის ამბები