საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეხუთე როტაციას განახორციელებს.
სამხედრო მოსამსახურეები ალექსეევკის სამხედრო აეროდრომიდან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა დიეგო კოლასმა გააცილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა, სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეულის ჯარისკაცები კაპიტან მალხაზ აბაშიძის მეთაურობით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა "უკატექსზე" შეასრულებენ.
ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენს.