30 ნოემბერი 2024,   04:54
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს.
 
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა მეუღლეს - 1987 წელს დაბადებულ მ.რ.-ს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
 
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
დღის ამბები