სირიის სამთავრობო ძალების იერიშის დროს იდლიბის პროვინციაში ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა და 9 დაშავდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ანკარამ საპასუხო თავდასხმები განახორციელა და სირიის ძალების სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო.
იდლიბში თურქეთმა ოპერაცია "გაზაფხულის ფარი" რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაშარ ალ ასადის არმიამ თურქულ სამხედრო კოლონაზე იერიში მიიტანა.