კიევიდან თბილისში ღამით ჩამოფრენილ მგზავრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. მგზავრების თქმით, მედიკოსები ძირითადად იმ ადამიანებს ამოწმებენ, რომლებიც იტალიაში იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, არც ერთს მაღალი ტემპერატურა არ დაუფიქსირდა და მათი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.
"ისინი შეამოწმეს, ვინც იტალიიდან ჩამოფრინდნენ, ყველაფერი ჩაიწერეს - საიდან ჩამოვფრინდით, რომელიც ქვეყნიდან ვართ და ა.შ." - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი, ვლადიმერ ბეგოიანი.