30 ნოემბერი 2024,   03:58
ვრცლად
მოწამლული ასლან ბჟანია და არეულობა სოხუმში - მომიტინგეები ე.წ ხელისუფლების დიდი ნაწილის გადადგომას მოითხოვენ

სოხუმში არეულობაა. ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ვალერიამ ბგანბას გადადგომის გარდა, ძალოვანი მინისტრების, რაიონული ხელმძღვანელების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაცია უმართავი მას შემდეგ გახდა, რაც ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატი მწვავე ინტოქსიკაციით კრასნოდარის საავადმყოფოში გადააფრინეს. ეს, ბჟანიას მოწამვლის მეორე შემთხვევაა, მან არჩევნებში მონაწილეობა 22 მარტს უნდა მიიღოს და მისი მომხრეები მოწამვლის ფაქტს, სწორედ ე.წ. არჩევნებს უკავშირებენ.

 ბჟანიას მომხრეების განცხადებით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება. მან უკვე დაიწყო საუბარი და მალე, მათ ხელთ ექნებათ ექიმების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, შეძლებს, თუ არა ასლან ბჟანია ე.წ. საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას.

მინისტრთა კაბინეტის წინ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუკი ბჟანია არ გამოჯანმრთელდება, არც არჩევნები ჩატარდება:

"ვიყავით პრემიერ მინისტრთან. იქ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც და ზოგიერთი მინისტრიც. საუბარი ვერ შედგა, რადგან ხალხი შევიდა კაბინეტში. ჩვენ ვთხოვეთ მათ გაეთავისუფლებინათ კაბინეტი. ამ დროისთვის, მათ აქვთ სამუშაო პირობა და მიმდინარეობს თათბირი, რომელსაც ყველა ძალოვანი მინისტრი დაესწრება. მათ რაღაც პასუხი უნდა გაგვცენ, ვდგავართ და ველოდებით. ჩვენ არა, ხალხი ითხოვს მინისტრების ნაწილის გადადგომას, ძალოვან მინისტრებზეა საუბარი,"- აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის წევრი დიმიტრი დბარი.

​აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც წინა შემთხვევში, ახლაც, ასლან ბჟანიას მოწამვლის ნიშნები რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა.

დღის ამბები