კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის მერიის მოქალაქეთა მისაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრებშიც. სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
"კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით დაიწყო და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მერიის სერვის-ცენტრებისა და მათ შორის, მერიის მისაღები სადეზინფექციო სამუშაოები. ასევე, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება ყველა სატრანსპორტო საშუალების სადეზინფექციო საშუალებით დეზინფექცია," - განაცხადა თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.