30 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერი ნიკოლ პაშინიანი ეწვევა

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი ეწვევა.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, ძირითადი საკითხები სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას შეეხება.

პაშინიანი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას თქმით, პაშინიანის ვიზიტის დროს განხილვის მთავარი თემა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იქნება.

"მთავარი საკითხები, რომლებზეც ვისაუბრებთ არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც ჩვენს შორის არის. იქნება შეხვედრები დაგეგმილი მათ შორის პატრიარქთან ვიზიტიც," - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები