აბასთუმანში ორკვირიან კარანტინს 26 პირი გადის. ისინი ფილტვის ცენტრში სხვადასხვა დროს შეიყვანეს. ყველაზე პატარა 15 წლის მოზარდია, რომელიც კარანტინში დედასთან ერთად იმყოფება.
მედიკოსების თქმით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს და "კოვიდ 19"-ის სიმპტომები არცერთ მათგანს ამ დრომდე არ გამოვლენია.
"აბასთუმნის ფილტვის ცენტრში იმყოფება 26 პაციენტი, ბოლო ნაკადი პირველ მარტს შემოვიდა გამთენიისას. ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ განსაკუთრებული ჩივილები არ აქვთ. რამდენიმე მათგანს დასჭირდა სიმპტომატიური დახმარება მაგალითად, თავის მცირედ ტკივილზე," - განაცხადა აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორმა.