30 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 171 შესაძლო შემთხვევიდან მხოლოდ 3 დადასტურდა - ამირან გამყრელიძე

საქართველოში იანვრის ბოლოდან თებერვლის ჩათვლით კორონავირუსის 171 შესაძლო შემთხვევა გამოკვეული იქნა კლინიკურად და ლაბორატორიულად, აქედან მხოლოდ 3 დადასტურდა- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, სამივე დაავადებულის შემთხვევაში ვირუსი მიმდინარეობს მსუბუქი კლინიკური სურათით, ისინი მოთავსებულები არიან ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინულ იზოლაციაშია 97 ადამიანი. 

გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს დილით, ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად კიდევ 14 ნიმუში შევიდა - 2 ქუთაისიდან, 1 გორიდან და 11 თბილისიდან, პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია, გახანგრძლივდა სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლების არდადეგები. ამასთან, სპეციალისტები მოუწოდებენ საზოგადოებას, მოერიდონ დიდი თავშეყრის ღონისძიებებს - ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მუშაობა შეაჩერა თეატრების ნაწილმაც, შენობებს ჰიგიენურად ამუშავებენ. 

"რეკომენდაციები რჩება იგივე - თავი ავარიდოთ, თუ განსაკუღრბული აუცილებლობა არ არის, საერთოდ, მოგზაურობას. განსაკუთრებით კი - მაღალდასენიანებულ ქვეყნებში, რომელსაც მიეკუთვნებიან სამხრეთ კორეა, ჩეთი, ირანი და იტალია. მაგრამ, ევროპის რიგ ქვეყნებში სერიოზულად მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ, მაგალითად - საფრანგეთსა და გერმანიაში. ეს არ არის აკრძალვა და არც გვაქვს ამისი უფლება, მაგრამ სასურველია, საერთაშორისო მოგზაურობა, ზოგადად, შეიზღუდოს," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები