30 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
საბერძნეთმა თურქეთის საზღვრიდან მიგრანტების მიღება ერთი თვით შეწყვიტა

საბერძნეთმა თურქეთის საზღვრიდან მიგრანტების მიღება ერთი თვით შეწყვიტა. მთავრობის ინფორმაციით, საბერძნეთში თურქეთიდან წამოსული 10 ათასამდე მიგრანტი შეაჩერეს.

დაძაბულობა იყო თურქეთის საზღვართან. საბერძნეთის პოლიციამ იმ მიგრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში შესვლას ცდილობდნენ, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

მიგრანტების შეჩერების გადაწყვეტილება საბერძნეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც თურქეთმა სირიელ ლტოლვილებს ევროპაში შესვლის ნება მისცა.

დღის ამბები