30 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრების შესახებ ინფორმაციას შესაბამის უწყებებს ოპერატიულად აწვდის

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურ რეჟიმში მუშაობს იმ ავიაკომპანიებთან, რომლებიც მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანას უზრუნველყოფენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, რისკის მატარებელ მგზავრებთან დაკავშირებით ავიაკომპანიებისგან მიღებულ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ოპერატიულად აწვდის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შემდგოში რეაგირების მიზნით.

ამასთან, აკაკი საღირაშვილის განმარტებით, შემოწმებას ექვემდებარებიან მხოლოდ რისკის მატარებელი მგზავრები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკჯგუფის ქვეყანაში, მისი მონაცემების სხვა უწყებებისთვის გადაცემა არ ხდება.

დღის ამბები