ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება არჩილ ცეცხლაძეს განზრახ მკვლელობას ედავება.
შემთხვევა სამი დღის წინ, ქობულეთში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. ბრალდებულის ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას და გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
მისი თქმით, მოკლული ნაჯახით თავს დაესხა ბრალდებულის სიძეს, არჩილ ცეცხლაძემ კი, გასროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა.
სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებული კადრები, რომელიც მკვლელობას ასახავს, "კურიერმა" ექსკლუზიურად გუშინ მოიპოვა.