30 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
პირველკლასელთა რეგისტრაცია - პირველ ეტაპზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები რეგისტრირდებიან

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2 მარტიდან დაიწყება. უკვე ორი წელია, რაც პირველ ეტაპზე სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები რეგისტრირდებიან. 

ხათუნა ქაცარიძე ერთ-ერთია, რომლის შვილს სკოლაში სპეციალური მიდგომა სჭირდება. მისი განმარტებით, მცირეწლოვანი გოგონას განვითარების შეფერხების გამო, სკოლა ვალდებული იქნება, სასწავლო წლის დასაწყისისთვის ყველა საჭირო რესურსი დაახვედროს. სპეციალური მიმართვის ფორმა სამინისტროში იგზავნება, რის შემდეგაც, ბავშვის მდგომარეობა შეფასდება და მისი საგანმანათლებლო საჭიროება დგინდება.

55-ე სკოლაში უკვე მეორე წელია, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები რეგისტრირდებიან. სკოლა ვალდებულია, კლასის 10% სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებით დააკომპლექტოს.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ოფიციალურად განისაზღვრა. პროცედურა სულ 4 ეტაპისგან ჩატარდება. პირველი ეტაპი 2-დან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, რომლის გავლასაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები შეძლებენ.

2020-2021 სასწავლო წლისთვის ის ბავშვები დარეგისტრირდებიან, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

დღის ამბები