30 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
მიტროპოლიტი ანდრია კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

”ვიქონიოთ სიმშვიდე, არ ავყვეთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, გავითვალისწინოთ და ყურადღებით მოვეკიდოთ მედიკოსების რჩევებს, გულისხმიერება და თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულ, ან კარანტინში მყოფთა მიმართ, იქნებიან ისინი ჩვენი, თუ საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვართ ადამიანები, გვაქვს ერთნაირი ფიზიკური ტკივილი და სიხარული” - წერია მეუფე ანდრიას მიერ სოცილაური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

დღის ამბები